დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

შვეიცარიამ Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა 12.01.2021 18:13

შვეიცარიის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ, Swissmedic-მა, Moderna-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

 

აღსანიშნავია, რომ Moderna-ს ვაქცინა შვეიცარიაში დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინაა. ქვეყანაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის ვაქცინაცია 23 დეკემბრიდან დაიწყო.

 

შვეიცარია კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 500 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 7 500-ს აჭარბებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ