დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ესპანეთში ჰაერის ტემპერატურა -25 გრადუსამდე დაეცა 12.01.2021 19:14

ესპანეთის უმეტეს ნაწილში უკვე 1 კვირაზე მეტია დიდთოვლობა და დაბალი ტემპერატურაა. BBC-ის ინფორმაციით, მადრიდთან ახლოს ჰაერის ტემპერატურა -25 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ტემპერატურაა.

 

ესპანეთში ძლიერ თოვასა და დაბალ ტემპერატურის გამო სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 2 უსახლკარო იყო, 2 კი მდინარის უეცრად არიდებას ემსხვერპლა.

 

გამოცემის ინფორმაციით, დროებით დაიხურა მადრიდის აეროპორტი. დედაქალაქის ცენტრში ქარის მიერ წაქცეულმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა. ხელისუფლებამ სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, დედაქალაქში დიდი პარკები დახურა. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, არააუცილებელი მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ