დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ვახტანგ მაისაია - ბაიდენის ადმინისტრაცია კავკასიაში გავლენებს რუსეთს არ დაუთმობს 13.01.2021 10:02

ის ფატი, რომ ამერიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კელი დეგნანი საქართველოში პოლიტიკური კრიზის მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული მეტყველებს იმაზე რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ინტერესებში  კავკასია და საქართველო კვლავ მოექცა, ტრამპისგან განსხვავებით, რომელმაც 2018 წელს  საქართველო  აშშ -ის გეოპოლიტიკური ინტერესების სფეროდან საერთოდ ამოიღო, ეს არცაა გასაკვირი , რადგან მისი პირადი მეხსიერება საქართველოსთან მიმართებაში სავალალო იყო, მხედველობაში მაქვს სააკაშვილის მიერ მისი ,, გადაგდების’’ ფაქტი ამბობს ,, ჯორჯიან თაიმსთან''საუბარში პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია

 

 

,,ბაიდენი სამჯერაა ნამყოფი საქართველოში, მას აქ პოლიტიკური დასაყრდენიც აქვს რამდენიმე პარტიის სახით, მაგრამ არა სააკაშვილის ფრთა, რომელიც რუსული გავლენის აგენტად იქცა და პირდაპირაა მიბმული რუსი ლიბერალების ჩუბაისისა და ფრიდმანის მოძრაობასთან, რომელიც პუტინის გავლენის ქვეშაა და მისი პოლიტიკის ინტრესების გამტარებელია - ამბობს მაისაია

 

მისი თქმით, ამერიკის ახალი პრეზიდენტი საქართველოსთან მიმართებაში განცხადებას სავარაუდოდ თებერვალში გააკეთებს, იგი გაამკაცრებს ურთიერთობას თურქეთთანაც, მანამ სანამ რუსეთსა და ამერიკას შორის, ახალი ცივი ომია გეოპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ბაიდენი ყველა ღონეს იხმარს, რომ გავლენა კავკასიაში რუსეთს არ დაუთმოს.

 

,, გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკიდან წასვლის ერთ ერთ განმაპირობებელ ფაქტორად , შეიძლება ბაიდენის გამარჯვებაც ჩაითვალოს, ანუ ნაციონალური მოძრაობა ამერიკის ახალი ადმინისტრაციისათვის დასაყრდენს არ წარმოადგენს და ისინი რუსული ინტერესების გამტარებლებად მოიაზრებიან - განაცხადა მაისაიამ  

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ