Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 92 მილიონს გადააჭარბა.
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 1.97 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 65.8 მილიონია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 24 217 506 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - დიდი ბრიტანეთია.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge