დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ინდონეზიის პრეზიდენტმა კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში პირველმა საკუთარ თავზე გამოცადა 13.01.2021 13:35

ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო პირველი პირი გახდა ქვეყანაში, რომელმაც კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას СNN-ი ავრცელებს.

 

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში იანვრის განმავლობაში 6 მილიონამდე ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება.

 

ინდონეზიაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დღეს დაიწყო. ქვეყანამ ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac- ისგან ვაქცინის 3 მილიონი დოზა მიიღო. მას ასევე ხელი აქვს მოწერილი ხელშეკრულებებზე, რომელიც AstraZeneca- სა და Novavax-ის ვაქცინების 100 მილიონი დოზის შეძენას ითვალისწინებს.

 

ინდონეზიის სურსათისა და წამლის მარეგულირებელმა ორგანომ Sinovac-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენების მიზნით ორშაბათს დაამტკიცა.

 

ცნობისათვის, ინდონეზიაში კორონავირუსის 846 765 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 24 645 ადამიანი ემსხვერპლა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ