დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი შერემეტიევოს აეროპორტში გადაამისამართეს 17.01.2021 20:59

 ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი შერემეტიევოს აეროპორტში გადაამისამართეს. მხარდამჭერები აცხადებენ, რომ არ უკვირთ, ხელისუფლება ცდილობს, ეს დახვედრა ჩაშალოს. როგორც ცნობილია, შერემეტიევო დაშორებულია მოსკოვიდან. ალექსეი ნავალნის მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში უამრავი მხარდამჭერი და თანამოაზრე ელოდება. ისმის შეძახილები: სირცხვილია! ფაშისტები! გადადგეს პუტინი! პერიოდულად პოლიციას გაჰყავს რამდენიმე მხარდამჭერი და მანქანებში სვამს. მხარდამჭერები აპირებენ მანქანებით შერემეტიევოსკენ წავიდნენ.

 

"ჩვენ სახლში მივფრინავთ", - დაწერა ნავალნიმ "ინსტაგრამზე". ბედნიერი, ვარ ყველაფერი კარგად იქნება! „მაქვს ბედნიერი ნომერი - 13.“ - განაცხადა თვითმფრინავში ასვლისას ნავალნიმ. მან მომხრეებს თხოვნით მიმართა, რომ დახვდნენ. „ფეისბუქზე“ შეიქმნა სპეციალური გვერდიც "შევხვდეთ ნავალნის" , სადაც ათასობით ადამიანმა გამოხატა ინტერესი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ