დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

თეონა თამაზაშვილი პროკურატურას იმ გოგონას დაშინებაში ადანაშაულებს, ვინც მათ თამართან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა 19.01.2021 15:40

თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურატურა ბიძის და ბიცოლის მეშვეობით იმ გოგონას დაშინებას ცდილობს, რომელმაც მათ თამარ ბაჩალიაშვილთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა. როგორც თამაზაშვილი აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილი და საქმის ახალი ფიგურანტი ერთმანეთს მხოლოდ სოციალური ქსელიდან იცნობდნენ.

 

„ეს ბავშვი თამარის გარდაცვალების შემდეგ დამიკავშირდა, მომიყვა თავისი ისტორია, რომ დედა გარდაცვლილი ჰყავს და ბებიასთან ცხოვრობს, ბიძა და ბიცოლა ამ გოგონას ცხოვრებაში უხეშად ერევიან, აბულინგებენ და ბატონ მიხეილს ვთხოვე, ამ გოგონას რაღაცნაირად დავხმარებოდით. აღმოჩნდა, რომ გუშინ, პროკურატურის წარმომადგენლები მასთან ჩავიდნენ, ბიძა და ბიცოლა პოლიციაში წაიყვანეს, არ ვიცი იქ რა უთხრეს. სახლში მოსულებმა დაუწყეს დაშინება, სამუდამოდ გამოგამწყვდევენ ციხეში, ტელეფონს წაგართმევენ, არავის არაფერში ჭირდებიო. თამუნა ამ ბავშვს რომ წერდა, უებნებოდა, საფრთხე მემუქრება, არ მინდა შენც ჩაგაგდო საფრთხეში, ამიტომ ვშლი მესიჯებსო, ამ ბავშვმა კიდევ იმდენი მოიფიქრა, რომ „დასქრინა“ და თავის თავს გაუგზავნა და ისე შემოიტოვა ეს მიმოწერა. მე ვფიქრობ, მარი ფიქრობდა, რომ გამოძიება ჩვენ მხარეს იყო და გამოძიებით დადგინდებოდა ეს ყველაფერი. თავიდან გოგონამ ეს „სქრინი“ ჯგუფში დადო და ავაღებინე, რომ საფრთხე არ შექმნოდა. ბიძის და ბიცოლის საშუალებით ცდილობდნენ მარის დაშინებას“, - აცხადებს თამაზაშვილი.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში საჩივართან ერთად მასალაც მიიტანა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის ამსახველი „სქრინია“. კერძოდ, ადვოკატის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი მეგობარს წერს: „გარკვეული საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეგემთხვეს“. პროკურატურის განცხადებით კი, აღნიშნულ ფაქტზე მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის თაობაზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების ინფორმაციიდან ირკვევა, გოგონა, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს თამარ ბაჩალიაშვილთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, მათ მცდარ ინფორმაციას აწვდის. პროკურატურის ცნობითვე, აღნიშნული პირი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობის ქვეშ იმყოფება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ