დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ავარიას დმანისში ბაბუა და შვილიშვილი ემსხვერპლა 19.01.2021 15:45

დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ იფნარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა, მისი 70 წლის ბაბუა  კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაშავებულის  გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც  სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თეა მოსაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ