დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

უმეცარი უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე მცოდნე - 12 თებერვალი ჩარლზ დარვინის დაბადების დღეა 12.02.2021 11:46

ინგლისელი ბუნებისმეტყველი ჩარლზ რობერტ დარვინი დაიბადა 1809 წლის 12 თებერვალს. მას ეკუთვნის მოძღვრება ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმთა წარმოშობისა და განვითარების შესახებ. 1828-1831 წლებში იგი კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა, მისი დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა დედამიწის გარშემო ემოგზაურა და ჩაეტარებინა ბოტანიკური, ზოოლოგიური, პალეონტოლოგიური და გეოგრაფიული დაკვირვებები, რომლებიც შემდეგ საკუთარ წიგნში “ძიებათა დღიური” გააერთიანა. დაკვირვებებისა და სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობის შემდეგ, დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლიცური თეორია, რომელიც სრული სახით გამოაქვეყნა 1859 წელს წიგნში “სახეობათა გადარჩევა ბუნებრივი გზით”, მან ახსნა ისტორიული განვითარების პროცესში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების წარმოშობისა და გარდაქმნის მიზეზები და კანონზომიერებები. ჩარლზ დარვინმა არაერთი წიგნი გამოაქვეყნა სადაც აღწერილია სხვასასხვა კვლევები და აღმოჩენები: 1868 წელს “შინაური ცხოველების და მცენარეული კულტურის შეცვლა”, 1871 წელს გამოიცა წიგნი “ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა”. დარვინმა მთელი ცხოვრება მეცნიერულ მოღვაწეობას და მწერლობას მიუძღვნა.

 

ჩარლზ დარვინს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო დიდი ბრიტანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების მეცნიერთა საზოგადოებებიდან. მათ შორისაა, ლონდონის გეოლოგთა საზოგადოების ჯილდო 1859 წელს და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი ჯილდო 1864 წელს. დარვინის იდეები მის სიცოცხლეშივე დამკვიდრდა მეცნიერებაში და საფუძვლად დაედო მთელს თანამედროვე ბიოლოგიას. “დარვინიზმს” იყენებენ მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებებში. 1839 წელს დარვინი დაქორწეინდა თავის ბიძაშვილზე, ემა ვედვუდზე, მათ ყავდათ 10 შვილი, რომელთაგან 3 ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ჩრლზ დარვინი გარდაიცვალა 1882 წლის 19 აპრილს, იგი დაკრძალულია ვესტმინსტერის სააბატოში, ისააკ ნიუტონის და ჯონ ჰერშელის გვერდით. მას ძალიან ბევრი ბრძნული გამინათქვამი აქვს, მათ შორისაა: ” უმეცარი უფრო თავდაჯერებულია, ვიდრე - მცოდნე”. “ინსტიქტის არსი არის ის, რომ გონებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს”.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ