დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

აშშ-ში გაცნობის სერვისის მფლობელი 31 წლის უიტნი ვულფ ჰერდი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი გახდა 13.02.2021 17:56

აშშ-ში გაცნობის სერვისის Bumble-ს მფლობელი 31 წლის უიტნი ვულფ ჰერდი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი გახდა. ამის შესახებ Forbes წერს. გამოცემის ცნობით მეწარმემ ქონება დამოუკიდებლად დააგროვა. Forbes ცნობით Bumble-ს აქციები 77%-ით გაძვირდა. შესაბამისად ჰარდის კაპიტალი $1,6 მილიარდს გაუტოლდა. ის 21,54 მილიონ აქციას ფლობს, რაც კომპანიის 11,6 %-ია. Bumble აშშ-ში ყველაზე მზარდი გაცნობის სერვისია. შედეგად ჰარდი Forbes სიაში მოხვდა და 2020 წელს ყველაზე წარმატებულ მეწარმე და ხელმძღვანელ ქალად დასახელდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ