დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე მოწმეებს აღარ გამოიძახებენ 13.02.2021 23:22

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე მოწმეების გამოძახება გადაიფიქრეს. „ბიბისის“ ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება სენატორებმა პრეზიდენტის იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. შეთანხმების მიხედევით, მოწმეების სენატში გამოძახების ნაცვლად, საქმეს დაემატება „რესპუბლიკელი“ ჰერერა ბატლერის წერილობითი განცხადება, რომელშიც ის ყვება 6 იანვარს დონალდ ტრამპსა და წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ ლიდერ კევინ მაკარტის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შინაარსს. ჰერერას მტკიცებით, ტრამპი ამ სატელეფონო საუბარში ამტკიცებდა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში რადიკალი მემარცხენე მოძრაობა „ანტიფას“ წევრები შეიჭრნენ და არა მისი მომხრეები. მისივე თქმით, ამ საუბრის დროს ტრამპი კაპიტოლიუმში მიმდინარე მოვლენების მიმართ გულგრილი იყო.

ამჟამად სენატში იმპიჩმენტის პროცესის მონაწილე სენატორები და ტრამპის იურისტები დასკვნით არგუმენტებს წარადგენენ. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის წაქეზებაში სდებენ ბრალს. იმპიჩმენტის დამტკიცებისთვის საჭიროა 67 „რესპუბლიკელის“ ხმა. ამჟამად კონგრესში 50 „რესპუბლიკელი“ და 50 „დემოკრატი“ სენატორია წარმოდგენილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ