დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

იაპონიის სუპერმარკეტების ქსელებში ისევ გამოჩნდა ქართული კივი 16.02.2021 21:19

იაპონიაში საქართველოს საელჩო სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, იაპონიის სუპერმარკეტების ქსელებში ისევ გამოჩნდა ქართული კივი. საქართველოს საელჩოსა და იმპორტიორი კომპანიის თანამშრომლობის შედეგად, შეფუთვაზე დატანილი იქნა საქართველოს დროშა, რუკა და ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაცია. წარწერაში ხაზგასმულია, რომ საქართველო მდიდარ ბუნებასთან ერთად, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული ქვეყანაა. ასევე აღნიშულია, რომ ჩვენი ქვეყანა ყურძნითა და ღვინით არის ცნობილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ