დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

აზერბაიჯანმა სომხეთის მხარეს 106 დაღუპული მეომრის ცხედარი გადასცა 17.02.2021 16:28

აზერბაიჯანმა სომხეთის მხარეს 106 დაღუპული მეომრის ცხედარი გადასცა. ცხედრების გადაცემა დაბა ყირმიზი-ბაზარში შედგა.

 

შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, გარდაცვლილთა ცხედრები სტეპანაკერტის მორგში გადაასვენეს. მათი ვინაობა დაუდგენელია. სავარაუდოდ, გადაცემამდე გარდაცვლილთა ცხედრები დამარხული, შემდეგ კი ექსჰუმირებულია.

 

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა სხეულები ფიზულის, ჰადრუთის და ჯებრაილის რაიონებშია ნაპოვნი.

 

არცახის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებით, დაკარგულთა ძებნა გრძელდება და ყველა შესაძლო ნაბიჯი გადაიდგმება. საერთო ჯამში, აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთისთვის გადაცემული ცხედრების რაოდენობა 1 485-ს შეადგენს.

 

როგორც სომხური მედია წერს, მანამდე აზერბაიჯანის მხარემ ცხედრების გადაცემის პროცესი შეაჩერა, რაც, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ზოგიერთ შემთხვევაში წამების კვალის დაფარვის მცდელობასთან იყო დაკავშირებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ