დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

თეირანი ჯო ბაიდენს სანქციების მოხსნისთვის ბოლო ვადას მომავალ კვირამდე აძლევს - „როიტერი“ 17.02.2021 17:47

საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების აღსადგენად, ირანის სულიერი ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტისგან სიტყვების ნაცვლად მოქმედებას ითხოვს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ოფიციალური თეირანი ჯო ბაიდენს სანქციების მოხსნისთვის ბოლო ვადას მომავალ კვირამდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბირთვული შეთანხმების მასშტაბურ დარღვევას გეგმავს.

 

„ჩვენ ბევრი ლამაზი სიტყვა და პირობა მოვისმინეთ, რომლებიც არ შესრულდა და საწინააღმდეგო ქმედებები განხორციელდა. სიტყვები და დაპირებები არ არის კარგი. ამჯერად გვინდა მხოლოდ მეორე მხრიდან მოქმედება და ჩვენც ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა, აითოლა ალი ხამენეიმ.

 

ირანი ამბობს, რომ აშშ-მა პირველმა უნდა მოხსნას დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები, ხოლო ვაშინგტონის განცხადებით, თეირანი პირველი უნდა დაუბრუნდეს შეთანხმებას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ