დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რაღაცნაირი ეროვნული მოძრაობა შექმნა ნიკანორმა, ვინც კი ეროვნულ მოძრაობას და ზვიად გამსახურდიას ებრძოდა, ყველა იქ არის - გელა ზედელაშვილი 24.02.2021 20:55

გელა ზედელაშვილის პოსტი:
ანზორ მელიამ, ჩემი შვილი იმიტომ კი არ დასაჯეს, რომ "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეაო... აააარაა, როგორ გეკადრებათ, მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, ეროვნულ მოძრაობას რომ ჩაუდგა სათავეშიო. ეროვნული მოძრაობა დააფუძნაო, თან სათავეში ჩაუდგაო! მეო, ბედნიერი გახლავართო, არც კი ვიცოდი, ნიკანორი მთელ საქართველოს ასე თუ უყვარდაო. მეტსაც გეტყვითო... თურმე მეც ძალიან ვყვარებივარ ქვეყნის მოსახლეობასო, პალატებში ავადმყოფებს რომ ვნახულობ, მათი თვალებიდან მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობ, მეტს არაფერსო. უფროს მელიას გადაცემის წამყვანი (სულ რომ კივის, ის ქალი) ეუბნება, გისმენთ და ამაყი ვარო, მხარს გიჭერთო.
რაღაცნაირი ეროვნული მოძრაობა შექმნა ნიკანორმა, ვინც კი ეროვნულ მოძრაობას და ზვიად გამსახურდიას ებრძოდა, ყველა იქ არი. არა, მაინც ვერ გავიგე, ეს რანაირი ეროვნული მოძრაობაა? იმ ვირთხების ჩამოთვლა მეზარება, 1991-1992 წლებში რუსთაველზე ავტომატებით რომ დარბოდნენ და მთელ საქართველოს აწიოკებდნენ. აი, ესენი იყვნენ, ამათი მამები იყვნენ... ოჯახებით იბრძოდნენ, ხალხო, ოჯახებით!
ესე იგი, ეხლა რა გამოდის, მამუკა ხაზარაძე, მერაბ კოსტავაზე დასარტყმელად რომ იწევდა, ეროვნულ მოძრაობაშია? ბუბა კიკაბიძეც? რურუაც? ნინო ანზოროვნაც? არ გადამრიოთ!
არა, ნუ, ცნობიერების ასე აღრევა შეიძლება, ბატონო კუკური? ააა... ამათთან ყველაფერი მოსულა?
რა ვიცი, რა ვიცი!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ