დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

იმისთვის, რომ ვირუსი დავამარცხოთ, არ უნდა მოვდუნდეთ - ჯო ბაიდენი 28.02.2021 13:31

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინის დამტკიცებას ეხმაურება.

 

„ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია ყველა ამერიკელისთვის. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ იმისათვის, რომ ვირუსი დავამარცხოთ, არ უნდა მოვდუნდეთ და სწრაფად ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

პრეზიდენტის თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება ქვეყანაში, ვირუსის დამარცხების დღე მით უფრო მოახლოვდება და მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

 

ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა. BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში აქამდე დამტკიცებულ Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით Johnson & Johnson გაცილებით უფრო იაფია და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც არის შესაძლებელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ