ბრიტანეთის მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ კორონავირუსის ახალი ტესტი დაამტკიცა, რომლის საშუალებით კოვიდ-19-ის გამოვლენა 20 წამშია შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პროდუქტის სადისტრიბუციო კომპანია Histate-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
Histate-ში აცხადებენ, რომ ტესტის გამოყენება მიზანშეწონილია აეროპორტებში, სპორტულ და ბიზნეს დაწესებულებებში. მათი განმარტებით, ტესტის დროს პაციენტის ნერწყვის ანალიზი ტარდება და მისი მგრძნობელობა 98.1%-ია.
ტესტი ბრიტანულმა სტარტაპმა iAbra-მ და კომპანია TT Electronics-მა შექმნეს. ის უკვე გამოსცადეს „ჰითროუს აეროპორტში.“
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge