დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

არ მჯერა, რომ ვირუსი ღამურიდან ადამიანს გადაეცა - რობერტ რედფილდი 27.03.2021 11:59

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამის შესახებ განცხადება რობერტ რედფილდმა „სიენენთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

 

„ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ მე ვირუსოლოგი ვარ და მთელი ცხოვრება ვირუსების შესწავლას მივუძღვენი. მე არ მჯერა, რომ ვირუსი ღამურიდან ადამიანს გადაეცა და ამ მომენტში იქცა ერთ-ერთ ყველაზე გადამდებ ვირუსად კაცობრიობის ისტორიაში. ჯერ კიდევ ვვარაუდობ, რომ ყველაზე რეალური თეორიაა, რომ ის ლაბორატორიიდან გავრცელდა“, – განაცხადა რედფილდმა.

 

მისივე თქმით, „ჩვეულებრივ, ბუნებრივ პირობებში ვირუსს გარკვეული დრო სჭირდება, რათა ის ეფექტურად გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს“.

 

ამავე ინტერვიუში რედფილდმა გამოთქვა ვარაუდი, რომ კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის შემოდგომიდან გავრცელდა.

 

„ასეთია ჩემი შეგრძნება, ეს ჩემი მოსაზრებაა“, – განაცხადა ვირუსოლოგმა.

 

რობერტ რედფილდი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პერიოდში მუშაობდა.

 

აღსანიშნავია, რომ „სიენენთან“ ინტერვიუში რედფილდს არ წარმოუდგენია ან დაუსახელებია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა თეორიას, რომ კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.

 

პეკინში ამ თეორიას კატეგორიულად უარყოფენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ