დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

აცრილია პლანეტის მოსახლეობის 3.6% - Bloomberg 30.03.2021 12:09

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 141 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 560 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

 

გამოცემის მიხედვით, ამ დროისთვის ვაქცინაცია პლანეტის მოსახლეობის 3.6%-ს ჩაუტარდა. პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 14.5 მილიონამდე ადამიანს უტარდება.

 

ვაქცინების ყველაზე მეტი - 145 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული.

 

გამოცემის მიხედვით, ერთ დღეში აშშ-ში საშუალოდ ვაქცინაცია 2.7 მილიონ ადამიანს უტარდება. მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას საშუალოდ კიდევ 4 თვე დასჭირდება.

 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 52.3%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 15.8%-მა მიიღო. ისრაელსა და აშშ-ს ჩილე და მაროკო მოჰყვებიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ