დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ყველაზე სავარაუდო ვერსიაა, რომ ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით გადასცემოდა - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 30.03.2021 20:41

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

„ვირუსის ადამიანზე გადაცემა ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე სავარაუდო ვერსია ის არის, რომ ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება გადასცემოდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება მხოლოდ დასაწყისია და ვირუსის გავრცელების წყარო ჯერ დადგენილი არ არის.

„რაც შეეხება ჯანმოს, ყველა ჰიპოთეზა ძალაში რჩება. ეს ანგარიში მხოლოდ დასაწყისია. ჩენ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვეთ ამ ვირუსის წყარო და მეცნიერების გზას უნდა გავყვეთ“, - აღნიშნა მან.

14 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, მეცნიერთა გუნდი ჩინეთში, კერძოდ უხანში COVID-19-ის წარმოშობის გამოსაკვლევად ჩავიდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ