დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ენმ" რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დაბადების დღის სუფრას თავად გაუშლიდა - ამირან სალუქვაძე 01.04.2021 14:07

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ჩაუვარდა პოზნერს 87-ე დაბადების დღე.


ენმ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დაბადების დღის სუფრას თავად გაუშლიდა. სადაც ომიდან ორ თვეში კონცერტების გამართვას აპირებდნენ, სადაც რუს ტურისტებს ლარსზე დახვდნენ...


ვის რაში ადარდებს, ან მე რაში მადარდებს პოზნერი და მისი დაბადების დღე?


საქმე სხვა რამეშია.


ოპოზიცია მავნე იდეების ლაბორატორიად იქცა.


ესენი ასე მოქმედებენ: დააფიქსირეს პოზნერის აქ ყოფნა. დაიწყეს ფიქრი, რა ვქნათ, რა მავნებლობა ჩავიდინოთ? მოიფიქრეს მორიგი მივარდნა.


მიშელმა და დანიელსონმა რუსული თამაში დაგაბრალათ და რატომ არ მიუვარდით?


ან თუ პროტესტი გსურთ, სხვა ფორმა, სხვა ადგილი, სხვა შინაარსი ხომ შეიძლება, აგრესიის და კომერციულ ობიექტთან მივარდნის გარეშე?


ბოლო-ბოლო, თუ მთავრობის მოქმედებებს აპროტესტებთ, მთავრობის მისამართით გამოხატეთ.


სხვათაშორის, ღამით ვინც მოფრინავს, მასაც, ტაქსის მძღოლსაც, მარშრუტზე მოძრაობის ვადით, ნებართვას აძლევენ.


ესაა სულ მთელი ალია-ბალია,"- წერს ის.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ