დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მრევლის გარეშე აღნიშნული კათოლიკური აღდგომა - რა ხდება ვატიკანში 04.04.2021 12:56

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში კათოლიკურმა ეკლესიამ აღდგომა მრევლის გარეშე აღნიშნა.

 

ტაძარში მორწმუნეებისთვის განკუთვნილი ადგილები მთლიანად ცარიელი იყო. ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

 

წმინდა პეტრეს ტაძარში ღვთისმსახურება ჩვეულებრივთან შედარებით 2 საათით ადრე დაიწყო, რათა “კომენდანტის საათამდე” სასულიერო პირებს დროულად დაბრუნება შეძლებოდათ.

 

ღვთისმსახურების დროს რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ პანდემიით გამოწვეული ბნელი პერიოდი დასრულდება და ხალხი ნორმალურ ცხოვრებას მალე დაუბრუნდება. მან მორწმუნეებს მოუწოდა, იზრუნონ იმ ადამიანებზე, ვისაც დღეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ