დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

დონბასი: პირველი რაუნდი პუტინსა და ბაიდენს შორის 06.04.2021 14:35

თურქულ გაზეთ „დეილი საბაჰ“-ში Daily Sabah») გამოქვეყნებული სტატია სათაურით „დონბასი: პირველი რაუნდი პუტინსა და ბაიდენს შორის“, რომელშიც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში - დონბასის რეგიონში შექმნილი სიტუაცია და მის მიმართ აშშ-რუსეთის ინტერესებია  გაანალიზებული (ავტორი - ბურჰანეთინ დიურანი, პოლიტიკური მიმომხილველი).


„უკრაინის დონბასის საკითხი ისევ გლობარული პოლიტიკის დღის წესრიგში დადგა. დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც იქ 26 მარტს პრორუსი სეპარატისტების ხელით ოთხი უკრაინელი ჯარისკაცია დაიღუპა. კიევმა და მოსკოვმა „სიტყვების ომი“ დაიწყეს: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მრისხანედ განაცხადა, რომ „დონბასში უკრაინის მხრიდან რაიმე მცდელობა ომის დაწყების მიზნით უკრაინის დაღუპვას გამოიწვევსო“ (ამაში აშკარად ვლადიმერ პუტინის ნებაც ჩანს), მისმა უკრაინელმა კოლეგამ დიმიტრი კულებამ სერგეი ლავროვის განცხადება აგრესიულად შეაფასა, თავის ამერიკელ კოლეგას ენტონის ბლინკენს დაურეკა და დახმარება სთხოვა. კიევმა იგივე თხოვნით ევროპულ ქვეყნებსაც მიმართა და შემდეგ ამაყად განაცხადა, რომ მათაც კიევს თანადგომა აღუთქვეს.


დონბასი - „სასინჯი ქვა“ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის?


სანამ მინისტრები ერთმანეთში „ომობენ“, სანამ საზღვრებთან ახლოს უკრაინული და რუსული ჯარების „სწავლებები“ მიმდინარეობს, მთელი ყურადღება ახლა ვაშინგტონისკენაა მიპყრობილი: გახდება თუ არა დონბასი ერთგვვარი სასინჯი ქვა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის? რას იზამს ჯოზეფ ბაიდენი - ჩააბამს თუ არა ამერიკას უკრაინის კრიზისში? ამით დაიწყებს იგი „ამერიკის დაბრუნებას“ ევროპის არენაზე?


აშშ-რუსეთის დაძაბულობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჯოზეფ ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს „მკვლელი“ უწოდა. პრეზიდენტმა უარი განაცხადა თავის რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარზე, შემდეგ კი სერგეი ლავროვმაც დააფიქსირა, რომ რუსეთის აშშ-სთან ურთიერთობა „ფსკერამდეა ჩაძირულიო“. ვაშინგტონს აღელვებს მოსკოვ-პეკინის „მეგობრული დამოკიდებულების“ გაღრმავებაც.


ვლადიმერ პუტინის წარმატებები


რუსები აცხადებენ, რომ მათ აშშ-სთან ნორმალური უღთიერთობის აღდგენა სურთ და ჩინეთთან „მეგობრული დამოკიდებულების გარღმავება“ სულაც არ არის მიმართული აშშ-ის წინააღმდეგ ან სამხედრო ალიანსის შესაქმნელად. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს ჯო ბაიდენის გამოცდა სურს, მისი ნატოსადმი დამოკიდებულების რეალურად შემოწმება. ამასტან, აშკარაა, რომ დღეს არც [ნატო] და არც ევროკავშირი უფრო ძლიერები არ არიან, ვიდრე ისინი 2014 წელს იყვნენ, დონბასის კრიზისის დაწყებისას.


რუსეთის პრეზიდენტმა უკვე ორჯერ წარმატებით მოახერხა დასავლეთის ექსპანსიის შეჩერება  - საქართველოში (2008 წელს) და უკრაინაში (2014 წელს), რითაც ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას ხელი შეუშალა. თავის მხრივ, დასავლეთმაც იმოქმედა - „ევრომაიდანის“ მეშვეობით უკრაინის პრორუსული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაამხო. ამის საპასუხოდ, მოსკოვმა დონბასში პრორუსული ტენდენციები გააძლიერა, იქ ავტონომიური მთავრობები ცამოყალიბა და ყირიმის ანექსია განახორციელა.


ვლადიმერ პუტინის მიზნები უკრაინის მიმართ არც მინსკის ოქმებით და არც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით არ შეცვლილა. რუსეთის ლიდერზე რაიმე გავლენა არც ბარაკ ობამას ადამინისტრაციის მიერ გამოცხადებულ სანქციებს არ მოუხდენია. პირიქით, ვლადიმერ პუტინი აქტიურად ჩაერია სირიის კრიზისში და იქიდან აშშ ფაქტიურად განდევნა. დღეს რუსეთი მშვიდად არის და სირიის ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე ბუნებრივ გაზს ეძებს, ბაშარ ასადის თხოვნით.


უკრაინა დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის


უკრაინა კი ამასობაში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის „გაჭედილ“ ქვეყანას ემსგავსება. სამწუხაროდ, კიევს არ შეუძლია მოსკოვს საკადრისი პასუხი გასცეს სამხედრო თვალსაზრისით. უფრო მეტიც, თუ დასავლეთი უკრაინას ტოტალურად დაეხმარება, ეს აუცილებლად გამოიწვევს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავებას.


ერთადერთ დარჩენილ საშუალებას ისევ დიპლომატია წარმოადგენს დასავლეთის ქვეყნების მეშვეობით. არ არის გამორიცხული მინსკის შეთანხმების აღდგენაც. თუმცა ვინ იცის, იქნებ ვლადიმერ პუტინი თამაშობს და თავისი მოქმედებით ჯო ბაიდენის იძულება სურს ტელეფონით საუბრისათვის?


წყარო: https://www.dailysabah.com/opinion/columns/donbass-the-first-round-between-biden-and-putin

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ