დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ბრაზილიაში, კორონავირუსს ერთ დღეში რეკორდულად ბევრი - 4 195 ადამიანი ემსხვერპლა 07.04.2021 11:15

ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსს 4 195 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ამავე მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა ბრაზილიაში 337 000-მდე გაიზარდა.

 

მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში საავადმყოფოები გადატვირთულია, მკურნალობის რიგში მდგარი ადამიანები იღუპებიან და ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა.

 

ამ ფონზე, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ „ლოქდაუნის“ ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ეკონომიკური ზარალი ვირუსისგან მიყენებულ ზარალზე უარესი იქნება.

 

მხარდამჭერებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე ბოლსონარუმ აღნიშნა, რომ „ლოქდაუნი“ სიმსუქნეს, დეპრესიას და უმუშევრობას იწვევს.

 

ცნობისათვის, ბრაზილიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 13 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში მარტში ვირუსს 66 570 ადამიანი ემსხვერპლა, რაც გასულ თვესთან შედარებით ორჯერ მეტია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ