დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

რადგან უკრაინამ ყირიმი უწყლოდ დატოვა, რუსეთმა, ბელორუსიასთან ერთად, შეიძლება საპასუხო ზომას მიმართოს - სიმონ კილაძე 07.04.2021 21:20

სიმონ კილაძის პოსტი:
როგორც ცნობილია, უკრაინამ ყირიმს 2015 წელს არხი გადაუკეტა და დნეპრის წყალს აღარ აძლევს. დნეპრი კი, მოგეხსენებათ, სათავეს რუსეთში იღებს (485 კმ.), შემდეგ ბელორუსიაში მიედინება (700 კმ), იქიდან კი უკრაინაში. ერთ-ერთ რუსულ გამოცემაში სრულიად ფანტასტიკური იდეა ამოვიკითხე:
რადგანაც უკრაინამ ყირიმი უწყლოდ დატოვა და ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი თითქმის გაუდაბნოვდა, ამას გვალვაც დაემატა და ადგილობრივ მოსახლეობას წყალი სანატრელი გაუხდა, რადგანაც გაეროს რეზოლუციით ასეთი მოქმედება დაუშვებელია, რუსეთმა, ბელორუსიასთან ერთად, შეიძლება საპასუხო ზომას მიმართოს: გათხაროს არხი სმოლენსკის ოლქში და დნეპრის წყალი ან დონში გაუშვას, ან ვოლგაში. აი, მაშინ ნახავს უკრაინა, როგორია უწყლოობაო. რაღას არ მოიფიქრებენ ერთმანეთს მტრად მოკიდებული მეზობლები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ