დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად კონტრ-ადმირალი სერგეი მენიაილო დანიშნა 09.04.2021 20:38

სიმონ კილაძის პოსტი:
ჩრდ. ოსეთის დროებით მეთაურად სერგეი მენიაილოს დანიშვნასთან დაკავშირებით (კონტრ-ადმირალის "საქმენი საგმირონი"). ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთ - ალანეთის რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად სერგეი მენიაილო დანიშნა, რომელიც მანამდე ციმბირის ფედერალურ ოკრუგში პრტეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენლად მუშაობდა. ეს ინფორმაცია ჩვენთვის საინტერესოა ორი მომენტის გამო:
პირველი, რომ ჩრდ.ოსეთი - ალანეთი, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი, საქართველოს უშუალოდ ესაზღვრება და უბრალოდ, აუცილებელია ვიცოდეთ, მოსაზღვრე რეგიონის ლიდერის ვინაობა;
მეორე კი ისაა, რომ სერგეი მენიაილო, თადარიგის კონტრ-ადმირალი, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შავი ზღვის ფლოტის იმ ხომალდთა ესკადრას მეთაურობდა, რომელმაც აფხაზეთში დესანტი გადასხა და ქართულ კატერებთან შეტაკება მოუხდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ