დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

იოსებ იმედაშვილის წერილი სტალინთან, ვაჟკაცური წერილია - ლევან თაქთაქიშვილი 11.04.2021 23:40

ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში იოსებ იმედაშვილის შესახებ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს და იქვე ათავსებს სტალინისთვის გაგზავნილი წერილის ფოტოს:


კარგა ხანია, მოგონებების წერა გავაჩერე. მიზეზი იყო არაერთი ისეთი ამბავი, მე რომ დამიწვა გული: ბოლოს კი ერთმანეთის მიყოლებით ღმერთების გარდაცვალება. მინდა ახლა გავიხსენო ერთი დღე, როცა მე გავიგე ერთი დიდი ქართველის, იოსებ იმედაშვილის შესახებ. ეს იყო სტუდენტობის დროს, როცა გრიპი დამემართა და რამდენიმე დღე სახლში დავწექი სიცხიანი. მისი მოგონებები ავიღე მამის ბიბლიოთეკიდან და ერთ დღეში წავიკითხე. სიცოცხლეში არაერთი განსაცდელი შეხვედრია, მაგრამ გადარჩა. მეფის რუსეთის დროს სიკვდილიც მიუსაჯეს, მაგრამ იმპერატორმა შეიწყალა და იცით რატომ? კი არ დაუწერია შეწყალება! არა! გასინჯეს და აღმოაჩინეს, რომ გული მარჯვნივ ჰქონდა. იმპერატორმა ამიტომ შეიწყალა. შემდეგ საბჭოთა სინამდვილე. შეძლო და 1926 წლამდე გამოსცემდა კერძო ჟურნალს "თეატრი და ცხოვრება". ეს იყო უპრეცენდენტო შემთხვევა. ყველა რევოლუციამდელი პერიოდული ორგანო დაიხურა. იოსები კი განაგრძობდა. მას დიდი მეგობრობა ჰქონდა ძველ თაობასთან, მენშევიკებთანაც, სოციალ-დემოკრატიულო პარტიის ორივე ფრთასთან. 1911 წლიდან დაიწყო ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის შედგენა. სიკვდილამდე ოცნებად ჰქონდა მისი დაბეჭდილი ტომების ნახვა. ჯერ 1940 წელს გადაწყდა და ომმა შეუშალა ხელი, ომის დასრულების შემდეგ მოსთხოვეს ლენინის ორდენოსნების შეყვანა... ვერ მოესწრო. ბატონმა კობა იმედაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა ხელნაწერი. პირველი ტომი ორი წლის წინ დავბეჭდეთ. მეორე ტომი წელს გამოვა. ქეთი გზირიშვილის რედაქციით. ადარებს ბიბლიოგრაფიებს. დღეს გთავაზობთ იოსებ იმედაშვილის წერილს სტალინთან, ვაჟკაცური წერილია. გამწარებული წერს თეატრი და ცხოვრების შევიწროებით აღშფოთებული. ინახება სტალინის პირად არქივში. ეს დღეებია, ამ არქივს ვქექავ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ