დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ალექსეი ნავალნიმ დაპატიმრების შემდეგ, 15 კილოგრამი დაიკლო 13.04.2021 11:19

 

ალექსეი ნავალნის თანაშემწეების განცხადებით, ციხის ადმინისტრაცია იმუქრება, რომ პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შიმშილობა დაიწყო, საკვების მიღებას აიძულებს.

ნავალნი ამჟამად 77 კილოგრამს იწონის, რაც 15 კილოგრამით ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც ის ციხეში სასჯელის მოხდის დაწყებისას იწონიდა.

 

„ადმინისტრაცია ყოველ დღე იმუქრება, რომ მას ძალით აჭმევენ,“- აცხადებენ პოლიტიკოსის თანაგუნდელები.

 

მათივე თქმით, ნავალნი, რომელიც გასულ კვირას რესპირატორული სიმპტომებით ციხის სამკურნალო განყოფილებაში გადაიყვანეს, კვლავ საკანში დააბრუნეს.

 

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნიმ, ციხეში საკუთარი ექიმის შეშვების მოთხოვნით, შიმშილობა მარტის ბოლოს დაიწყო.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ