დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ბაიდენმა პუტინს უახლოეს თვეებში მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა 13.04.2021 20:03

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს:

 

„დღეს პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. მხარეებმა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს, მათ შორის შეერთებული შტატებისა და რუსეთის განზრახვა, განაგრძონ დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე განმარტა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, როგორიცაა კიბერშეტევები და არჩევნებში ჩარევა“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„პრეზიდენტმა გააჟღერა ჩვენი შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების მოულოდნელ გააქტიურებასთან დაკავშირებით და რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მიზანი, რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობი დამყაროს აშშ-ის ინტერესების შესაბამისად და რუსეთის პრეზიდენტს უახლოეს თვეებში მესამე ქვეყანაში შეხვედრის გამართვა შესთავაზა, რათა შეერთებული შტატებისა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხების სრული სპექტრი განიხილონ“, - აღნიშნ ულია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ