დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

კორონავირუსის "ინდური შტამი"17 ქვეყანაში გამოვლინდა 28.04.2021 10:28

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის „ინდური შტამი“ სულ მცირე 17 სახელმწიფოში დაფიქსირდა.  ინფორმაციას გამოცემა "გარდიანი" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის ინდური ვარიანტის – B.1.617-ის ყველაზე მეტი შემთხვევა აღრიცხულია ინდოეთში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სინგაპურში.

ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების ფონზე, მსოფლიოს ქვეყნების ნაწილმა ინდოეთთან მიმოსვლა შეაჩერა და ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება აკრძალა.

მეცნიერების განცხადებით, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ინდოეთში ეპიდაფეთქება სწორედ კორონავირუსის ე.წ. ინდური ვარიანტის გავრცელებით არის გამოწვეული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ