დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ჯო ბაიდენის მიერ დაშვებული შეცდომის ატანა შეუძლებელია -ჩრდილოეთ კორეა 02.05.2021 18:44

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის, პრეზიდენტს ჯო ბაიდენს აკრიტიკებს, რომელმაც კონგრესში განაცხადა, რომ ოფიციალური ფხენიანი ამერიკისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის დიდ გამოწვევად რჩება.

 

„ბაიდენმა ისეთი შეცდომა დაუშვა, რომლის ატანაც შეუძლებელია. ჩრდილოეთ კორეა იძულებული იქნება, მიიღოს შესაბამისი ზომები და დროთა განმავლობაში შეერთებული შტატები კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება“, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავცერელებულ განცხადებაში.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკის მხრიდან ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბარი ფხენიანისადმი მტრული პოლიტიკითაა განპირობებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ