დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რომელი ქვეყნებია ლიდერი ვაქცინირებული მოსახლეობის მიხედვით 04.05.2021 16:26

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 174 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.17 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 7.7%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

 

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 20.2 მილიონ ადამიანს უტარდება.

 

ვაქცინაციის რაოდენობით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს, სადაც 275 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს. აშშ-ში ვაქცინის 246.7 მილიონი დოზაა გამოიყენებული, ინდოეთში -158.8 მილიონი, ევროკავშირში კი - 152 მილიონზე მეტი . Bloomberg-ის ისრაელში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 55.9%-ია. მას ჩილე, აშშ და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ