დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

არ გახვიდეთ ქუჩაში, საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს - საქართველოს საელჩო ისრაელში 12.05.2021 20:04

საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ქუჩაში არ გავიდნენ.

"ქალაქ ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა - კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში, საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, მედია "ისრაელის თავდაცვის ძალებზე" დაყრდნობით წერს, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან დღემდე 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში იერიში „ჰამასის“ 500-მდე სამიზნეზე მიიტანა.

შეგახსენებთ, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 მაისს, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ