დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

მსოფლიოში ყოველდღიურად ვაქცინაცია 30 მილიონ ადამიანს უტარდება - Bloomberg 30.05.2021 11:22

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.8 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

 

მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 30 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 584 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 292 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 238 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 208 მილიონი. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.7% აიცრა. ევროკავშირში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 17%, აშშ-ში კი - 40%.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ