პარტია "პროგრესი და თავისუფლების" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი "პალიტრანიუსის" ეთერში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა
როგორც ოქრიაშვილმა გადაცემაში საუბრისას დასძინა, სამწუხაროდ, მას არ აქვს ინფორმცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიურპრიზსს უმზადებს ის ბიძინა ივანიშვილს.
ამასთან, ოქრიაშვილმა "360 გრადუსში" საუბრისას განაცხადა, რომ ის მიხეილ სააკაშვილს ვერც ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის პოსტზე და ვერც პარლამენტის თავჯდომარის ამპლუაში ვერ ხედავს.
"სიურპრიზთან დაკავშირებული არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ალბათ, უკავშირდება ბატონი სააკშვილის ჩამოსვლის ფორმას, როგორ ჩამოვა საქართველოში, მაგრამ მან მკაფიოდ განაცხადა, რომ შემოდგომაზე აუცილებლად ჩამოვა საქართველოში და ჩემთანაც ეს დაადასტურა, რომ მზად არის ჩამოვიდეს შემოდგომაზე. სიურპრიზთან დაკავშირებით, მართალი გითხრათ, არაფერი ვიცი.
აქვე მინდა გითხრათ, რომ მე ვერ ვხედავ ბატონ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ის პოლიტიკოსია და გავლენა აქვს საქართველოს პოლიტიკაზე დღესაც უკრაინიდან, მაგრამ მე ვთლი, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს ამ თანამდებობებზე გზა უნდა გაეხსნათ. ეს სიურპრიზი არ არის, ასე ვამბობდი ყოველთვის. გიდასტურებთ, რომ ისიც ვერ ხედავს თავის თავს ამ თანამდებობებზე მომავალში საქართველოში“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, ექსპრეზიდენტმა სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს სერიოზულ სერიოზულ სიურპრიზს უმზადებს.
"შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ და ამას სრულიად სერიოზულად ვამბობ. ქართველ ხალხს სასიამოვნო სიურპრიზს ვუმზადებთ, ვიღაცას გაუხარდება და ეს რამდენიმე მილიონი ქართველი იქნება და 100, 200, 300 კაცს ეწყინება. ყველამ ვისაც ეწყინება, როგორც ერთი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა „ცივი წყალი დალიოს“. ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის, ამ გველეშაპის საქართველოდან ჩამოშორება. ნამდვილად არავის არ ვურჩევ პარლამენტის კედლებში ჩაკეტვას. პარლამენტის კედლებში ჩაკეტვა ნიშნავს ისევ მათი თამაშის წესების ბოლომდე მიღებას. მთავარი სამიზნეა, შემოდგომაზე ამათი ჩამოშორება საქართველოს ხელისუფლებიდან“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge