დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

თურქეთი უკვე 14 წელია, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა - გიორგი ცუცქირიძე 02.06.2021 16:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში, მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც პოსტპანდემიურ პერიოდში გაიმართა, როდესაც ეკონომიკა გამოდის ვარდნის ციკლიდან რა დროსაც ისედაც გაზრდილია საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობების მნიშვნელობა, - ამის შესაებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

 

"ნიშანდობლივია, რომ თურქეთი უკვე 14 წელია, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, ლიდერია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხითაც და რეგიონში უმსხვილეს სამომხმარებლო ბაზარსაც წარმოადგენს.

 

ვიზიტის ამ დონემდე აწევა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასეთ მაღალ დონეზე მიღება მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას და ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

 

ამ ვიზიტს ფარგლებში მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება, უმოკლეს დროში სავაჭრო მოცულობის მაჩვენებელის 3 მილიარდ დოლარამდე გაზრდა, პირველ რიგში პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკურ ზრდაზე აისახება დადებითად.

 

ეს ვიზიტი იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ თურქეთთან განხორციელებულია ისეთი რეგიონალური პროექტები, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიული პროექტია, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი, რომელიც თურქეთის გავლით, კავკასიიდან და კასპიის ზღვიდან გვაკავშირებს ჩინეთთან.

 

აღსანიშნავია, რომ ვიზიტისას განხილული იყო, აბრეშუმის გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაფართოების საკითხიც, „მარმარაის" გვირაბის გამოყენების საშუალებით, რაც ტვირთბრუნვის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და იქნება ახალი შესაძლებლობების გაჩენა ჩვენი ეკონომიკისთვისაც", - წერს ცუცქირიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ