მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 002 917 476 აცრა გაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით The Guardian ავრცელებს.
ლიდერობას ვაქცინაციის თვალსაზრისით ისრაელი ინარჩუნებს. აქ ქვეყნის 10 მილიონი მოსახლიდან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის სრული კურსი თითქმის 6 მილიონმა გაიარა.
მას მოსდევს კანადა (მოსახლეობის 59%-ს, სულ მცირე, ერთი დოზა აქვს მიღებული), დიდი ბრიტანეთი (58,3%), ჩილე (56,6%) და ამერიკის შეერთებული შტატები (51%).
10 ინექციიდან ექვსი მსოფლიოს სამ ყველაზე დასახლებულ ქვეყანაში - ჩინეთში (704,8 მილიონი დოზა), შეერთებულ შტატებში (296,9 მილიონი) და ინდოეთში (221 მილიონი) გაკეთდა.
მსოფლიოს ექვს ქვეყანას ვაქცინაცია ჯერ არ დაუწყია. ესაა ჩრდილოეთ კორეა, ჰაიტი, ტანზანია, ჩადი, ბურუნდი და ერიტრეა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge