პანდემიის ძირეული მიზეზი - ბუნების განადგურებაა. ამ სიტყვებით იწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის მიერ მომზადებული სტატია.
მეცნიერები მსოფლიო ლიდერების ეკოლოგიურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებისაკენ მოუწოდებენ.
ტყეების მასობრივი ჩეხვა და ველურ ცხოველებზე ნადირობა სულ უფრო მეტ კონტაქტს ქმნის. ახალი ინფექციური დაავადებების დაახლოებით 70% ცხოველებზე მოდის, მათ შორის კორონავირუსი, ფრინველის გრიპი, ებოლა და აივ ინფექცია.
12 მაისს გამოქვეყნებული ჯანმო-ს დამოუკიდებელი ანგარიში იმაზე მეტყველებს, რომ სწორად რეაგირების შემთხვევაში, კორონავირუსის პანდემიისგან მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდებოდა.
მსოფლიო ექსპერტებმა ერთხმად აღიარეს, რომ მსოფლიო "პანდემიის ეპოქაშია" და ეპიდემიები კიდევ უფრო გახშირდება.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge