დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

კოპენჰაგენში ხელოვნური კუნძული აშენდება 05.06.2021 13:30

დანიის პარლამენტის გადაწყვეტილებით, კოპენჰაგენში  3,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნური კუნძულის აშენდება. 

 

სააგენტო АР-ის ცნობით, კუნძულის მშენებლობა 2035 წელს დაიწყება და 2070 წელს დასრულდება.

 

მას მნიშვნელოვანი დამცავი დანიშნულებაც აქვს, კუნძულ Lynetteholm-ს გარშემო სპეციალური დამბები ექნება, რამაც კოპენჰაგენი წყლის დონის მატებით გამოწვეული წყალდიდობებისგან უნდა დაიცვას. ხელოვნური კუნძულის ფართობი 3 კვადრატული კილომეტრი იქნება. ის ავტომაგისტრალს გვირაბით დაუკავშირდება. კუნძულის მოსახლეობა დაახლოებით 35 000 ადამიანი იქნება, მათთვის ქალაქის მუნიციპალიტეტი მეტროს სადგურსაც ააშენებს.

 

დანიის პარლამენტის გადაწყვეტილებას საზოგადოება აკრიტიკებს, განსაკუთრებით კრიტიკული აღნიშნულ იდეასთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ორგანიზაციები არიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ