აშშ-ის სურსათის და წამლების ადმინისტრაციამ ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა.
კომპანია „ბიოგენის“ მიერ წარმოებული მედიკამენტი „ადუკანუმაბი“ ებრძვის ალცჰაიმერის გამომწვევ ძირითად მიზეზებს და არა მის სიმპტომებს.
პრეპარატი მოქმედებს ამილოიდებზე – ცილაზე, რომელიც ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანების ტვინში აყალიბებს პათოლოგიურ შენაერთს, რომელსაც შეუძლია უჯრედების დაზიანება და იწვევს დემენციას.
„ბიბისის“ ცნობით, მსოფლიოში ალცჰაიმერით სავარაუდოდ 30 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული, რომელთა უმრვლესობა 65 წელს გადაცილებულია.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge