დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

FDA-მ ალცჰაიმერის შემანელებელი პირველი მედიკამენტი დაამტკიცა 08.06.2021 14:02

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის დაავადებასთან საბრძოლველად პრეპარატი ადუკანუმაბი დაამტკიცა. 

 

პრეპარატი საერთაშორისო ბაზარზე Aduhelm-ის სახელით გაიყიდება. პრეპარატი მიზნად ისახავს დაავადების გამომწვევი მიზეზების პრევენციას.

 

პრეპარატი შლის ამილოიდ - ცილას, რომელიც ადამიანის ტვინში თრომბებს წარმოქმნის და უჯრედებს აზიანებს. რაც უკვე შემდგომში მეხსიერების, აზროვნებისა და კომუნიკაციის პრობლემებს იწვევს.

 

მსოფლიოში ალცჰაიმერით დაავადებული 30 მილიონზე მეტი ადამიანია.

 

ბოლო 10 წლის განმავლობაში ალცჰეიმერის საწინააღმდეგო ასზე მეტი პრეპარატის ტესტირება ჩატარდა, მაგრამ არცერთი მათგანი წარმატებული არ აღმოჩნდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ