დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მეცნიერები ახალი პანდემიის დაწყებას პროგნოზირებენ 09.06.2021 17:06

მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფი ახალი პანდემიის სერიოზულ საფრთხეებზე საუბრობს. ამის შესახებ სამედიცინო გამოცემა MedicalXpress წერს.  

 

მეცნიერთა თქმით, შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს (MERS) პანდემიამდე მხოლოდ რამდენიმე მუტაცია აშორებს.

 

ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS) არის ვირუსული რესპირატორული დაავადება, რომელიც პირველად იგი  საუდის არაბეთში 2012 წელს გამოვლინდა. 

 

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსი მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა. MERS-CoV-ის დროს სიკვდილიანობა დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს.  

 

MERS-CoV ინფექციის კლინიკური გამოვლინებებია მაღალი სიცხე, ხველა, სუნთქვის გაძნელება.  

 

ივარაუდება, რომ ერთკუზიანი აქლემები MERS-CoV-ის მთავარი გადამტანები არიან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტესტირებული აქლემების 80 პროცენტს, ინფექციის მიმართ ანტისხეულები აქვთ.

 

მკვლევრების პროგნოზით, ინფექციის მუტაციის შემთხვევაში შესაძლოა იგი ადამიანზეც გავრცელდეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ