დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ მათ პოზიციებს გეღარქუნიქის პროვინციაში ცეცხლი გაუხსნა 10.06.2021 20:56

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ მათ პოზიციებს გეღარქუნიქის პროვინციაში ცეცხლი გაუხსნა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები 10 ივნისს კიდევ ერთხელ შეეცადნენ სასაზღვრო მონაკვეთში საინჟინრო საქმიანობა განეხორციელებინათ, სომხურმა ქვედანაყოფებმა კი საპასუხო ზომებს მიმართეს და მოწინააღდეგე მხარე აიძულეს საქმიანობა შეეჩერებინათ, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანის მხარენ სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სომეხმა მესაზღვრეებმა კი შესაბამისად უპასუხეს.

სომხეთი აცხადებს, რომ მათ მხარეს არავინ დაშავებულა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, აზერბაიჯანელები სომხური პოზიციებისკენ 30 წუთის განმავლობაში ისროდნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ