ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტიამ - „ახალი აზერბაიჯანი“ -მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ამერიკულმა კომპანია AJF & Associates-მა მის მიერ ჩატარებული ეგიზპოლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მმართველმა პარტიამ 125 მანდატიდან 69, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა კი - 41 მანდატი მოიპოვეს.
შეგახსენებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში გუშინ ჩატარდა. 5 573 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge