დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

აზერბაიჯანში, არჩევნებში ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტიამ - „ახალი აზერბაიჯანი“ - მოიპოვა 10.02.2020 12:31

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტიამ - „ახალი აზერბაიჯანი“ -მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

 

ამერიკულმა კომპანია AJF & Associates-მა მის მიერ ჩატარებული ეგიზპოლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მმართველმა პარტიამ 125 მანდატიდან 69, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა კი - 41 მანდატი მოიპოვეს.

 

შეგახსენებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში გუშინ ჩატარდა. 5 573 საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ