უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ვაშინგტონში.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიხილეთ ჩვენი მეგობრების კონგრესმენების განცხადებები, რომელიც მოჰყვა ამ ვიზიტს და ეს არის ძალიან ნათელი დასტური იმისა, რომ შედგა ძალიან კარგი დისკუსია - დიალოგი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, მათ შორის, ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებს. ეს განცხადებები არის ნათელი დასტური იმისა, რომ საუბარი იყო ძალიან კეთლგანწყობილი, ძალიან პოზიტიური და საბოლოო ჯამში ეს გვაძლევს რწმენას, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება თანამშრომლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთბულ შტატებს შორის“, - აღნიშნა კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge