ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის სკუთარ გვერდზე წერს:
"პოზიტიური, რაც შეიძლება აღინიშნოს ისაა, რომ ოპოზიციის გარკვეულ ძალებში დაიწყეს ფიქრი, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით - ავიცილოთ არჩევნების შემდგომი სამთავრობო კრიზისები.
ანუ, ჟღერდება ვერსიები, რომ თუ მოგებულს 50%-თან მიახლოებული, მეორენაირად 40%-ზე მეტი ხმა ექნება, შესძლოს მთავრობის ჩამოყალუბება.
ციფრებზე არ ვაჭრობთო, ამბობდნენ, მაგრამ მაინც დაიწყო ვარიანტების გაჟღერება: 125/25, 130/20 და ა.შ. თუმცა, როგორც უამრავჯერ დავწერე, მანამდე, სანამ ოცნება გააჟღერებდა, 100/50-ს ვემხრობი.
პროპორციულს რაც შეეხება, არ ვიცი, თუ 2024-ში მიღებული მოდელი დარჩება, იმედია მანამდე ჩვენი პოლუტიკური სივრცე გადახალისდება. ამ შემადგენლობით და შინაარსით, იგივე პრობლემების წინაშე დავდგებით.
მეორე, რაც გააჟღერეს, საერთო კანდიდატების დაყენებასთან დაკავშირებით მაჟორიტარულ ოლქებში. ეს ადრეც დავწერე, სანამ ოცნება 100/50-ს შემოიტანდა, დააყენეთ საერთო კანდიდატები მეთქი. ეს გამოაჩენს საზოგადოების რეალურ მხარდაჭერას.
თუმცა, ოპოზიციას არც ძალისხმევის გაერთიანება უშველის, თუ რეალურად არ გაანალიზებენ ხალხის განწყობებს და მათდამი დამოკიდებულებას. არ ჩავშლი. რჩევებს არ ვიძლევი. საპრეზიდენტო არჩევნების წინ რაც გავაჟღერე, ზუსტად იქ მივიდნენ ხალხის მხარდაჭერის მხრივ. შიდა რეორგანიზაციისთვის დრო აღარც რჩებათ. დანარჩენი მათი საქმეა."- წერს სალუქვაძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge