დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით“ 11.02.2020 21:34

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება. როგორც საელჩოს მიერ სოციალურ ქსელ ტვიტერში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს. „ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით. ამას, ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება. როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი მოვუწოდებთ მხარეებს, მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ