დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ანაკლიაშიც ამერიკელები შემოვლენ იმ აფერისტი ხაზარაძის დაყოვნების მერე და როგორ გგონიათ, დამთავრდა ქოცხელისუფლების საქმე? - გუბაზა-შალიკოს ებარებოდეთ ამ 'ნარატივის' მხარდამჭერნო“ 11.02.2020 22:29

ანალიტიკოსი და ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას და წერს:

 

„გადაივსო ჩემი FB 'მესენჯერი' შეკითხვებით - კონგრესმენ კიზინგერის უგულავას დაპატიმრების შესახებ განცხადებაზე ჩემი სუბიექტური მოსაზრების გაგების თაობაზე. დარწმუნებული ხართ, რომ იცის ამ 'ქეისის' ზუსტი დეტალები? მე - არა. ნაცლობისტებმა იციან და მიაწოდეს ოპერატიულად სიყალბე [მაგ. ადრე გითხარით, რომ გ.კანდელაკი ყოველდღიურად "გვარამანიუსებს" ინგლისურად უგზავნის ყველა მნიშვნელოვან საგარეო აქტორს, "ოცნება" ჯერ ვერ]. მეტი საქმე არ აქვს ბატონ ადამს უყუროს ჩვენ მედიას. ქოცლობისტებმა ვერ მიაწოდეს. აწი, ჩუგოშვილს ყოველთვის, ყველგან გავაკრიტიკებ ჩაფლავებული საგარეო პარტიული აქტივობების გამო! ახლა 'მშრალზე' რომ სურს თამაში. ძვირფასნო, ვერ დაგავალდებულებთ ჩემი საჯარო კედლის კონტენტ-ანალიზს. ვწერ, ბმულებს ვდებ, რომ ამერიკელი აღმასრულებლების, კანონმდებლების საერთო პოზიციით, საქართველოს უპრეცედენტო, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს მთლიანად კონგრესში, სახდეპარტამენტში [ფინანსური დახმარება ყველა დარგში გაზრდილია]. სამხედრო 'ბექგრაუნდიანი' ელჩი კელი დეგნანი რწმუნებათა სიგელების ჩაბარების შემდეგ, პროტოკოლურად, იერარქიულად გამართული შეხვედრების მერე, რომელ პირველ მინისტრს შეხვდა ჩვენ კაბინეტში? თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს, ირაკლი ღარიბაშვილს. თურქეთის ლიდერი ერდოღანი სტამბოლის ახალ არხს აშენებს. ამჟამინდელს, მონტროს კონვენციებით შებოჭილს რომ გვერდი აუაროს და შავ ზღვაში დიდი ხნით შემოუშვას ნატო-ს, ამერიკის სამხედრო ხომალდები. ანაკლიაშიც ამერიკელები შემოვლენ იმ აფერისტი ხაზარაძის დაყოვნების მერე და როგორ გგონიათ, იი, დამთავრდა ქოცხელისუფლების საქმე? გუბაზა-შალიკოს ებარებოდეთ ამ 'ნარატივის' მხარდამჯერნო“, წერს გია აბაშიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ