დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ოპოზიცია ყველა საკითხში უნდა იყოს ჩართული, მაგრამ იმ ადამიანებით, რომლებსაც არ აქვთ კრიმინალური წარსული“ 11.02.2020 23:13

ოპოზიცია ყველა საკითხში უნდა იყოს ჩართული, მაგრამ იმ ადამიანებით, რომლებსაც არ აქვთ კრიმინალური წარსული“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარმა​ ატილა არაკოვაჩმა განაცხადა. „მაქვს ინფორმაცია და არ მაქვს ეჭვები, რომ ის ჩართული იყო კორუფციაში. ეს შეკითხვები თუ სწორია, მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. მხოლოდ შემიძლია, მივიღო არსებული რეალობა. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ყველა საკითხში უნდა იყოს ჩართული, მაგრამ იმ ადამიანებით, რომლებსაც არ აქვთ კრიმინალური წარსული“, – განუცხადა ევროპარლამენტარმა ჟურნალისტებს.



ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ